მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში - "იდეების კონკურსი"

დღეიდან ონის, ლენტეხის და ცაგერის მასშტაბით, მეტი შესაძლებლობებისთვის, მეტი იდეებისთვის და მეტი ცვლილებებისთვის იწყება “იდეების კონკურსი”. 

პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა და მისცეს მათ შესაძლებლობა ჩაერთონ საკუთარი თემის განვითარებაში. 

“იდეების კონკურსი”- ს ფარგლებში ჩატარდება უფასო ტრენინგები, რომლებიც ახალგაზრდებს გააცნობს: 

  • თემის მობილიზაციის მეთოდებს

  • საზოგადოების ჩართულობის არსებულ მექანიზმებს

  • პროექტების წერას და მენეჯმენტს

  • სახალხო დაფინანსების გზებს  

  • ამბის თხრობის ხერხებს 

თუ ხარ 18-29 წლის ახალგაზრდა, ცხოვრობ ონის, ლენტეხის ან ცაგერის მუნიციპალიტეტში და გაქვს იდეა, რომელიც შენს თემს უკეთესობისკენ შეცვლის, მაგრამ არ იცი როგორ განახორციელო, დარეგისტრირდი მითითებულ ბმულზე და მიიღე მონაწილეობა “იდეების კონკურსში”.


Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ასაკი
*
სქესი *
მუნიციპალიტეტი *
Email *
ტელეფონი ნომერი *
გაქვთ თუ არა შესაბამისი სტატუსი? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy