რეგისტრაციის ფორმა ყოვეწლიურ მოხალისოების გამოფენა-ფორუმზე მონაწილეობისათვის.
2023 წლის 7 აპრილს "ჰელფინგ ჰენდი" მართავს ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენა-ფორუმს თბილისში.
ღონისძიებას რამდენიმე წლის წინ საფუძველი ჩაეყარა მშვიდობის კორსპუსის მოხალისეების მხარდაჭერით.
ღონისძიების მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმის, პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
ყოვეწლიურად გამოფენა-ფორუმში მონაწილეობს 40-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია,
რომლებიც ემსახურებიან ახალგაზრდების გაძლიერებას,
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს,
უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს და ა.შ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროგრამები, სადაც მოხალისეობის მსურველებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირება და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა.
რეგისტრაცია გამოფენაში მონაწილე ორგანიზაციებისათვის მიმდინარეობს ამა წლის 31 მარტამდე.
ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
#მოხალისეობისყოვეწლიურიგამოფენა
#ჰელფინგჰენდ
#სეუ
#მშვიდობისკორპუსისაქართველოში