რეგისტრაცია - სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსზე.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც ახლად დასაქმებულია ან/და სურს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქმიანობის დაწყება; პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ბიზნეს-პროცესში ან დაინტერესებული არიან სახელმწიფო შესყიდვების  საფუძვლების შესწავლით.

პროგრამის მიზანია  დაეხმაროს  მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლასა ან/და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში. გააცნოს მსმენელებს ამ სფეროში არსებული გამოცდილება, გადასცეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და შესძინოს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ტრენინგი დრო:  8-13 თებერვალი, 17:30-20:00 სთ.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 საათი, 6 დღე
ტრენინგის საფასურია - 220 ლარი
ტრენერი: მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი ექსპერტი, აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგი ჩატარდება ჯგუფის შედგენის შემთხვევაში (მინიმუმ 10 პირი).
ტრენინგის ჩატარების ფორმა: ონლაინ, zoom.us პლატფორმის საშუალებით.


საკონტაქტო პირი: გოგა ბაგაური
ელ. ფოსტა: gbagauri@tcj.gov.ge
მობ: 558 943 886
Sign in to Google to save your progress. Learn more
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy