პაშა ბანკი GROW – Get Ready for Opportunities at Work
ფრონტ ოფისის პროგრამაზე III ნაკადის მიღებას აცხადებს და ტალანტების მისაღებად ემზადება!
ფრონტ ოფისის პროგრამა მოიცავს შემდეგი პოზიციებს: გაყიდვების ოფიცერი, დისტანციური გაყიდვების ოპერატორი, დისტანციური მომსახურების ოპერატორი და საცალო საბანკო მომსახურების ოპერატორი.
** ვისთვის არის განკუთვნილი GROW?
პროექტი განკუთვნილია ახალი კურსდამთავრებული ან ბაკალავრიატის მინიმუმ მესამე კურსის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ თავი საბანკო სფეროში მოსინჯონ, კარგად იციან ინგლისური ენა (მინიმუმ B1 - Intermediate დონე) და მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
** რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:
•
გამოცდილება ბანკში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია და განსაკუთრებულად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე
•
მუშაობა და ინტერაქცია საერთაშორისო გუნდთან
•
შეხვედრები სფეროს წამყვან ექსპერტებთან
•
სტაჟირების პროცესში მენტორების სრული მხარდაჭერა
•
ერთდროულად თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება
•
დასაქმების შესაძლებლობა
•
მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა
•
მყუდრო გარემო და ღია ურთიერთობები
•
თავის გამოჩენისა და კარიერული წინსვლის საშუალება
ჩვენ გეძებთ შენ! შენ თუ მზად ხარ ერთად მივაღწიოთ წარმატებას, მაშინ შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა და შემოგვიერთდი!
შერჩევის ეტაპები:
1.
აპლიკაციების გადარჩევა
2.
ჯგუფური გასაუბრება
3.
ინდივიდუალური გასაუბრება
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი.
დეტალები აქ:
https://hrhub.ge/pasha-banki-grow-new/ წარმატებებს გისურვებთ!