გამოეცი წიგნი ალტერნატიული ყდით
💫 თუ ხარ IX-XII კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და გრაფიკულ დიზაინერობაზეც გიფიქრია, ეს კონკურსი შენთვისაა.

🖼️ შეგიძლია გამოიყენო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, მოემზადო კონკურსში მონაწილეობისთვის და ყოველკვირეულად შეხვდე ფაბლაბ ილიაუნის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსის მენტორს, ავთანდილ მღებრიშვილს.

🔗 ამისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარო 20 თებერვლამდე: https://forms.gle/FNJXFxEX83hfQb498

👩‍💻 ნამუშევრის გამოგზავნამდე, ასევე, საშუალება გექნება, დაესწრო საკონაულტაციო შეხვედრას სულაკაურის გამომცემლობის დიზაინერ ია მახათაძესთან.

❓ როგორ მივიღო მონაწილეობა?
● წაიკითხე საკონკურსო წიგნებიდან ერთ-ერთი და შექმენი წიგნის ყდის შენეული ვერსია;
● შემოგვთავაზე წინა და უკანა ყდის და ყუის დიზაინები თავისი წარწერებით (წიგნის სათაური და ავტორი).

📚 საკონკურსო წიგნები:
🔸 „პატარა ქალები“ - ლუიზა მეი ოლკოტი: https://bit.ly/3rFGL00
🔸 „დეტექტივი სკალდაგერი“ - დერეკ ლენდი: https://bit.ly/36jAu1H
🔸 „პოლიანა“ - ელინორ პორტერი: https://bit.ly/2YZHUTQ
🔸 „მოთხრობები სიყვარულზე“ - რევაზ ინანიშვილი: https://bit.ly/2LwRkD5
🔸 „ამ რომანში ყველა კვდება“ - ბექა ადამაშვილი: https://bit.ly/3oCN7vh
🔸 „მელორი ტაუერსი“ (წიგნი პირველი) - ენიდ ბლაიტონი: https://bit.ly/3okHj9i
🔸 „ოკეანე ქუჩის ბოლოს“ - ნილ გეიმანი: https://bit.ly/2YjkvMK

📍 როგორ გამოვგზავნო საკონკურსო დავალება?
შეავსე ეს ფორმა.

📅 როდის გამოვგზავნო ალტერნატიული ყდა?
2021 წლის 15 მაისამდე.

🏆 როდის გამოვლინდება გამარჯვებული?
2021 წლის 21 მაისს.

🎁 რას მიიღებს გამარჯვებული?
● გამარჯვებული მონაწილის შექმნილი ყდით დაიბეჭდება წიგნის 5 ეგზემპლარი;
● გამარჯვებულს ასევე გადაეცემა წიგნების 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, სერტიფიკატი, ბრენდირებული ჩანთა, ბლოკნოტი, სანიშნე და სტიკერები.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი *
გვარი *
ქალაქი/რაიონი, სკოლა *
კლასი *
Required
საკონტაქტო ნომერი *
საკონტაქტო ნომერი *
ელექტრონული ფოსტა (Email), რომელსაც ხშირად ამოწმებ *
ნამუშევარი ატვირთე Google Drive-ზე და გასაჯაროებული ლინკი ჩასვი აქ *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy