ფინანსები HR-ებისთვის, პარტნიორობა განვითარებისთვის
💥 HR პროფესიონალთა ასოციაცია გთავაზობთ კურსს “ფინანსები HR-ებისთვის, პარტნიორობა განვითარებისთვის“, რომელიც თანამედროვე ბიზნესისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან HR და ფინანსური დეპარტამენტების გამართულ მუშაობაზე მთელი კომპანიის მომავალი დგას.

📒 კურსის დეტალები:

🔵 კურსზე დასასწრებად პირველ რიგში აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე.

🔹 სამუშაო შეხვედრის თარიღები:
05.10.20
08.10.20
12.10.20
15.10.20
19.10.20
22.10.20
26.10.20
29.10.20

🔹 სამუშაო შეხვედრების დრო: 19:00 - 22:00

🔹 კურსის ღირებულებაა 850 ლარი.

🎁 HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრები სარგებლობენ 20%-იანი ფასდაკლებით.

🔹 კურსის საფასურის დაფარვა:
თუ კურსის ღირებულებას დაფარავს კომპანია, გამოგიგზავნით ინვოისს. ფიზიკური პირის შემთხვევაში საფასური იფარება პირადი გადარიცხვით.

🎁 შესაძლებელია საფასურის პირველი ნაწილი დაიფაროს კურსის დასაწყისში, მეორე ნაწილი კი კურსის მიმდინარეობისას.

🎯 კურსის მიზანი:

🔸 ორგანიზაციების სტრატეგიის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს HR-ის როლი და კომპეტენცია წარმოადგენს.
 
🔸 დღეის მდგომარეობით HR-ის ფუნქციები არ განისაზღვრება მხოლოდ ტრადიციული    პასუხისმგებლობებით. ბიზნეს კომპანიებში HR გადადის ბიზნეს პარტნიორობის უფრო მაღალ საფეხურზე. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი კომპეტენციების განვითარება, რაც   მნიშვნელოვანია HR პროფესიონალის წარმატებული საქმიანობისათვის.

🔸 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ კომპეტენციას HR პროფესიონალისთვის წარმოადგენს ფინანსების ცოდნა, რათა შეძლოს ციფრებისა და ანალიზის საშუალებით HR პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების დასაბუთება და არგუმენტირება.

🔸 სასწავლო კურსის შედეგად HR პრექტიკოსები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც გამოიყენებენ HR ბიუჯეტირებისა თუ  სხვადასხვა სახის ანალიტიკურ საქმიანობაში.

💵 კურსის შედეგი:

🔶 სასწავლო კურსის გავლის შედეგად HR პრაქტიკოსებს ექნებათ იმ ძირითადი ფინანსური საკითხების ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება ფინანსური  გაანგარიშების  ინფორმაციის  სწორად აღქმაში და  სამომავლო გეგმების დასახვაში.

🔶 HR პრაქტიკოსი შეძლებს ფინანსურ დეპარტამენტთან ეფექტიან ინტერაქციასა და კოორდინირებულ მუშაობას ორგანიზაციის განვითარებისა და სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის. გააანალიზებს ყველა იმ კომპონენტს რისგანაც შედგება კომპანიის ძირითადი ფინანსური ანგარიშგება.

🔶 HR პრაქტიკოსი შეძლებს, შეაფასოს არსებული პერსონალის ეფექტიანობა კომპანიის შემოსავლების ჭრილში და გაანალიზოს  სამომავლოდ  პერსონალის  დაგეგმვის ეფექტურობა.

🔶 HR პრაქტიკოსი შეძლებს, შეიმუშავოს HR ბიუჯეტი, რომელიც უპასუხებს კომპანიის სტრატეგიულ მოთხოვნებს.

🗓 სასწავლო კურსის საკითხები:

👉 1-ლი შეხვედრა
- ფინანსური მენეჯმენტის მიზანი
- როგორ არის ადამიანური კაპიტალი დაკავშირებული ფინანსებთან?
   o ადამიანური რესურსები, ოპერაციები & ბიზნესი, მყიდველები, ფინანსები.
- ბიზნეს სტრატეგიის კავშირი KPI Metrics (Key performance indicator)-სა და HR აქტივობებთან

👉 მე-2 შეხვედრა
- საბუღალტრო ჩანაწერები, ფინანსური უწყისები და მათი შემადგენელი კომპონენტები

👉 მე-3 შეხვედრა
- ფინანსური უწყისები და მათი ანალიზი

👉 მე-4 შეხვედრა
- ხარჯის ტიპები და მათი ქცევა
- ფიქსირებული ხარჯი, საოპერაციო და ფინანსური ლევერიჯი
- წაუგებლობის დონე და უსაფრთხოების შუალედი

👉 მე-5 შეხვედრა
- ბიუჯეტირების მეთოდოლოგია, ბიუჯეტის ტიპები, მონიტორინგი
- ფინანსური ბიუჯეტირება HR-ისთვის

👉 მე-6  შეხვედრა
- დღევანდელი ღირებულების კონცეფცია
- რელევანტური ფულადი ნაკადები

👉 მე-7  შეხვედრა
- პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები
- კაპიტალური დანახარჯები და ფულადი ნაკადების დისკონტირება - HR პროექტების შეფასების ტექნიკა

👉 მე-8 შეხვედრა
- პროექტის პრეზენტაცია
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ტელეფონის ნომერი *
ელ-ფოსტა *
ორგანიზაცია *
პოზიცია *
თუ კურსის საფასურს დაფარავს ორგანიზაცია, მიუთითე საიდენტიფიკაციო კოდი და გამოგიგზავნით ინვოისს
საბანკო რეკვიზიტები
სს თიბისი ბანკი

საბანკო კოდი - TBCBGE 22

მიმღების დასახელება - ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია

ანგარიშსწორების ანგარიში - GE92TB7036536080100008

დანიშნულება: "ფინანსების კურსის საფასური"
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy