„იდებატე!“ - 2020 წლის გაზაფხულის სეზონის პირველი შესარჩევი ტურნირი
🔥 პროექტი #იდებატე გრძელდება!

📌 საქართველოს მომავლის აკადემია აცხადებს მიღებას 2020 წლის გაზაფხულის სეზონის პირველ შესარჩევ ტურნირზე!

„იდებატე!“ არის ერთადერთი, ყველაზე მასშტაბური დებატების სეზონური ჩემპიონატი საქართველოში 🇬🇪

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე სეზონი გაიმართება დისტანციურ რეჟიმში.

ტურნირები ტრადიციულად მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ბრიტანული საპარლამენტო დებატების სტილით ტარდება.️

🔶 პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებსა და ბაკალავრიატის სტუდენტებს.

⏰ 2020 წლის გაზაფხულის სეზონის პირველი შესარჩევი ტურნირის განრიგი:

🔸  11 ივნისი - ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატის ტრენინგი, რომელიც გაიმართება საქართველოს მომავლის აკადემიის FB გვერდზე.

🔸 13-14 ივნისი - შესარჩევი ტურნირი და ფინალისტების გამოცხადება.

🔸 შესარჩევი ტურნირების ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი 📜

➡️ 2020 წლის გაზაფხულის სეზონის პირველ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 2020 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

⚠️ გთხოვთ, მიუთითოთ სწორი საკონტაქტო ინფორმაცია!

პროექტში "იდებატე!" შესაძლებელია როგორც გუნდური (ორი მოდებატესგან შემდგარი გუნდები), ასევე ინდივიდუალური რეგისტრაცია. უკანასკნელის შემთხვევაში, ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი თავად შექმნის გუნდს.

💳 შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის სიმბოლური საფასური ორი ადამიანისგან შემდგარ გუნდზე შეადგენს 40 ლარს, ინდივიდუალური აპლიკაციის შემთხვევაში კი მონაწილე იხდის 25 ლარს. აღნიშნული თანხა ფარავს როგორც შესარჩევ, ასევე სეზონის ფინალურ ტურნირში მონაწილეობას, თუ მოდებატეთა გუნდი მოიპოვებს მასში მონაწილეობის უფლებას.

❗️სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში პროექტში მონაწილეობა უფასოა! ცნობის გამოგზავნა აუცილებელია ჩვენს ელფოსტაზე idebate.gfa@gmail.com არაუგვიანეს 4 ივნისისა.

დარეგისტრირებულმა მონაწილეებმა უნდა ჩარიცხონ აღნიშნული თანხა ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 4 ივნისის ჩათვლით:

მიმღები ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22;
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ საქართველოს მომავლის აკადემია;
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE82BG0000000571142900;
დანიშნულება: „იდებატე!“, მონაწილის სახელი და გვარი;
საქართველოს მომავლის აკადემიის საიდენტიფიკაციო კოდი: 405113755.

თანხის შეტანა ანგარიშზე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში, ინტერნეტ ან მობაილ ბანკის გამოყენებით და Express Pay სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
Sign in to Google to save your progress. Learn more
მსურს დავრეგისტრირდე, როგორც: *
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy