PechaKucha Night Tbilisi vol. 18: გარემო და ინოვაციები | on Environment & Innovation
დღეს ბიზნესის განვითარების ინდიკატორი არა მხოლოდ მისი წარმატებული ეკონომიკური საქმიანობაა, არამედ ისიც, თუ რამდენად ეკომეგობრულია ის. გლობალურად სულ უფრო მეტი მომხმარებელი ანიჭებს მნიშვნელობას იმას, თუ რამდენად "მწვანეა" პროდუქტი თუ მომსახურება, რომელსაც მას სთავაზობენ და რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება კომპანია გარემოს დაცვის საკითხებს.
 

#შეცვალე! იყავი ეკომეგობრული! - საკუთარ გამოცდილებას ამ მიმართულებით გაგვიზიარებენ სპიკერები:

✧ შოკო ჩაჩუა, სოციალური საწარმო “ვინტილატორის” დამფუძნებელი

✧ ანა ტიკარაძე, ვეგანური კაფე “ნამუს” დამფუძნებელი

✧ თამარ ვაჩნაძე, პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის კოორდინატორი

✧ ელენა დარჯანია, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ექსპერიმენტების ხელმძღვანელი

✧ მარიამ ფესვიანიძე, ეკო-საგანმანათლებლო ორგანიზაციის “პარკი არ მინდა” თანადამფუძნებელი

✧ თორნიკე დარჯანია, ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას დამფუძნებელი


ღონისძიების მოდერატორია დათო გორგილაძე, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი და ტელე და რადიოწამყვანი. ის უძღვება დილის გადაცემას "ახალი დღე", რადიოგადაცემას "წიგნის დრო" და ინტერვიუების სერიას "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე".


PechaKucha Night Tbilisi vol. 18 ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროსა და პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, ნოქსტონი და აჭარა ჯგუფი.


🗓 ღონისძიება გაიმართება 28 სექტემბერს, 20:20 საათზე, სასტუმრო სტამბაში (კოსტავას 14).


🔗 დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
 

♥️ ილუსტრაცია: ნიკოლოზ ოსიპოვი
 

--

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში, ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად დაიწყო და ის ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.
ეს არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც ჩეინჯმეიქერები, შემოქმედები, ინოვატორები და მეწარმეები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატია, რომლის დროსაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ორგანიზაცია *
პოზიცია *
ელ. ფოსტა *
მობილურის ნომერი *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Startup Büro. Report Abuse