Ზოგადი ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის

ზოგადი ინგლისური მოზარდებისთვის “ბექას სკოლის” ახალი კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ მოზარდებზე და სწავლება მიმდინარეობს არაფორმალურ, მეგობრულ, თავისუფალ და ფერად გარემოში. 

კურსის მიზანია, მოსწავლეებმა სწრაფად და ზედმეტი სტრესის გარეშე დაძლიონ უცხო ენასთან დაკავშირებული ბარიერები და ალაპარაკდნენ ინგლისურად. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary.

სასწავლო პროგრამა თავიდან ბოლომდე მოზარდზეა მორგებული და მოიცავს სხვადასხვა სახალისო აქტივობებს, როგორიცაა ვიდეოების ჩვენება, სამაგიდო თამაშები, პრეზენტაციები, ქვიზები და ა.შ.

მასწავლებლები და სწავლების მეთოდოლოგია: ამწყებ დონეებს - A1 და A2 - ქართველი მასწავლებელი ასწავლის, ხოლო B1 დონის ზემოთ ჯგუფებს უცხოელი (native speaker) მასწავლებელი ეყოლება.

ყველა ჯგუფს თავისი კურატორი ყავს, რომელიც მშობელთან მუდმივ კონტაქტზეა. ყოველი თვის ბოლოს კი, მეილის საშუალებით, მისგან იღებს შვილის პროგრესის შეფასებას მასწავლებლის მხრიდან, დასწრების აღრიცხვას და ტესტირების შედეგებს.

ტესტირებები და ქვიზები: ყოველი თვის ბოლოს, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სახალისო ქვიზებში, რაც მასწავლებელს პროგრესის შეფასების შესაძლებლობას მისცემს და მოსწავლესაც სახალისო ფორმით მიაწვდის უკუკავშირს.

კურსის დასაწყისში და ბოლოს, მოსწავლეები შეავსებენ პრე და პოსტ ტესტებს, რაც მასწავლებელს, მოსწავლეს თუ მშობელს, აჩვენებს სრული კურსის განმავლობაში მოზარდის მიერ მიღწეულ პროგრესს.

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობა: 10 თვე | 120 საათი (სექტემბერი - ივნისი) ► ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი ► გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 2  ► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი (10 წუთიანი შესვენებით) ► ასაკობრივი ჯგუფები: 11-13 წ და 14-16 წ ► სრული კურსის ფასი: 2250 ₾ (ფასში შედის სახელმძღვანელო, ტესტირება და გასაუბრება). Ჩვენი მომდინარე მოსწავლეების შვილებზე და ოჯახიდან მეორე ბავშვზე გავრცელდება 10%-იანი ფასდაკლება. ► გადახდის გრაფიკი: აუცილებელია წინასწარ ნახევარი ან სრული კურსის საფასურის გადახდა. კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის.

Sign in to Google to save your progress. Learn more
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Beka's School. Report Abuse