კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს საბაჟო ფორმალობები, რაც მოიცავს საბაჟო პროცედურებს/რეექსპორტს, მასთან დაკავშირებულ იმპორტის გადასახდელს და საბაჟო ფორმალობებს. კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებთ "eCustoms" პროგრამაში საბაჟო დეკლარაციის შევსებას.
კურსი განკუთვნილია პირებისათვის რომელებიც ახორციელებენ საქონლის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანას ან ქვეყნის ტერიტორიიდან გატანას. ასევე, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
1. საბაჟო ღირებულება;
2. ინკოტერმსი 2010;
3. საბაჟო პროცედურები;
4. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;
5. საქონლის ექსპორტი და რეექსპორტი;
6. სპეც.პროცედურები;
7. იმპორტის გადასახდელი;
8. საბაჟო ვალდებულება;
9. დღგ;
10. აქციზი;
11. შეღავათები( ფიზიკური პირი, ჩვილ ბავშვთ კვება, მედიკამენტები და ა.შ).
12. საქონლის წარმოშობა და თვისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები;
13. საბაჟო სამართალდარღვევები, საბაჟო დავა, საქონლის განკარგვა;
14. საქონლის გაფორმება და საბაჟო დეკლარაციები;
15. საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი;
16. ქეისების განხილვა და ტესტირება;