პრე-აქსელერაციის პროგრამა კახეთში
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად კახეთში, კერძოდ კი თელავში, ატარებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიცაა ხელი შევუწყოთ სტარტაპების ფორმირებას რეგიონში და მათ მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში.

პროგრამას წაიყვანენ Cargon-ის დამფუძლებლები ვანო ჩალაძე და შაკო ჯალაბაძე. Cargon GITA-ს 100 000 საგრანტო კონკურსის ბენეფიციარი და 500 Georgia-ში გამარჯვებული სტარტაპია.

პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს სტარტაპების შესაქმნელად და განსავითარებლად.
რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპის იდეები, როგორ შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ადამიანების კონკრეტულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ხელსაწყო და ფრეიმვორკი იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნეს გეგმა საკუთარი იდეისა თუ სტარტაპისთვის.

პროგრამის ბოლოს მონაწილეები გააკეთებენ საკუთარი იდეის პრეზენტაციას და შეიტანენ განაცხადს Gita-ს 30 000 ლარიან საგრანტო პროგრამაზე.

პროექტის ხანგრძლივობა: 5 კვირა | 54 საათი | 12 შეხვედრა
ლექციის ჩატარების დრო: შაბათი 13:00-18:00 | კვირა 11:00-16:00
პროგრამა ტარდება კახეთში, თელავის ტექნოპარკში!
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი-გვარი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
ტელეფონის ნომერი *
ელ-ფოსტა *
გაქვთ საკუთარი სტარტაპის / ბიზნესის იდეა? *
მოკლედ აღწერეთ თქვენი სტარტაპის/ბიზნესის იდეა, ასეთის არსებობის შემთხვევაში *
გაქვთ თუ არა რაიმე სახის გამოცდილება სტარტაპის/ბიზნესის შექმნის კუთხით? ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოგვიყევით მოკლედ მის შესახებ *
შეძლებთ თუ არა თელავის ტექნოპარკში პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დასწრებას  (შეხვედრის დრო დაზუსტებულია ფორმის აღწერაში) *
მოკლედ აღწერეთ, რატომ გინდათ პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა *
გაგვიზიარეთ დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ
მადლობა!
ჩვენი გუნდი ძალიან მალე დაგიკავშირდებათ, წარმატებები!
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Tbilisi School of Communication. Report Abuse