სისხლის უანგარო დონორები • Volunteer Blood Donors
Sign in to Google to save your progress. Learn more
თქვენ რეგისტრირდებით სისხლის უანგარო დონორების ბაზაში. თქვენი სისხლის ჯგუფის საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შევძლებთ დაკავშირებას.
წინაპირობები სისხლის დონაციისთვის
ℹ️  იმისათვის, რომ შეძლოთ სისხლის დონაცია:

* უნდა იყოთ 18-დან 60 წლამდე ასაკის;
* უნდა იყოთ 50 კგ-ზე მეტი წონის;
* სისხლის ჩაბარებისას თავს უნდა გრძნობდეთ კარგად;
* უნდა იყოთ ნასაუზმევი;
* სისხლის ჩაბარებამდე უნდა მიიღოთ 0.5 ლ-მდე უალკოჰოლო სითხე;
* კოვიდის დასრულებიდან უნდა იყოს გასული 1 თვე და არ უნდა გქონდეთ დარჩენილი სიმპტომები;
* კოვიდ ვაქცინის მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 2 კვირა.

🚨სისხლს ვერ ჩააბარებთ, თუ:

* ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ საინექციო ნარკოტიკული საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე;
* გადატანილი გაქვთ ან ატარებთ დაავადებებს: ჰეპატიტი B დაC, აივ ინფექცია/შიდსი ან სიფილისი;

ბოლო 1 წლის განმავლობაში:

* გადატანილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
* გქონიათ სქესობრივი კავშირი ვინმესთან, ვისაც ჰქონია B ან C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი;
* გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა;

ბოლო 6 თვის განმავლობაში:

* ყოფილხართ ორსულად ან გაგიკეთებიათ აბორტი

ბოლო 3 თვის განმავლობაში:

* გაკეთებული გაქვთ ტატუ, პირსინგი, აკუპუნქტურა;
* ჩაგიტარებიათ სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია (კბილის ამოღება);

იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს - გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ გვერდზე (Next) 😍

Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy