რეგისტრაცია: ტრენერთა ტრენინგი ციფრულ წიგნიერებაში

ფორსეტი, Tactical Tech-თან პარტნიორობით, ახალგაზრდებს გიწვევთ ტრენერთა ტრენინგზე ციფრულ წიგნიერებაში.

ფორსეტი მონაცემთა კომუნიკაციაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციაა, Tactical Tech კი - ციფრულ და მედია წიგნიერებაზე მომუშავე გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია. პროექტის მიზანი რეგიონულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსა და მშობლებში საბაზისო ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებაა.

ფორმატი და ვადები: ❑ 5 მაისი: რეგისტრაციის დასასრული ❑ 6 მაისი: შერჩევის პასუხები ❑ 8-9 მაისი: ტრენინგები ციფრულ უსაფრთხოებაში (პერსონალური მონაცემების დაცვა, უსაფრთხო ბრაუზინგი, უსაფრთხო მიმოწერა) ❑ 10-11 მაისი: ტრენინგები ციფრულ გავლენებში (ალგორითმები, დიზაინის ხრიკები) ❑ 12 მაისი - 5 ივნისი: ტრენერები დამოუკიდებლად ატარებენ ტრენინგს საკუთარ თემებში/რეგიონებში

*ყველა ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, Zoom-ში

მოთხოვნები: ❑ კონკურსის შედეგად, შეირჩევა 5 ტრენერი. აპლიკანტთა ასაკი შეზღუდული არ არის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება 18-25 წლის ახალგაზრდებს. ტრენერის გამოცდილება სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია.

❑ შერჩეულმა ტრენერმა, 5 ივნისამდე, დამოუკიდებლად უნდა ჩაატაროს ონლაინ ტრენინგი ციფრულ წიგნიერებაში, რომელსაც დაესწრება მინიმუმ 10 ახალგაზრდა ან/და მშობელი რეგიონებიდან. პრიორიტეტი მიენიჭება მაღალმთიან რეგიონებს. ტრენერები, ფორსეტისგან და Tactical Tech-ისგან, მიიღებენ მასალას პრეზენტაციისთვის და აქტივობებისთვის.

-----------------

შესარჩევი ტრენერების რაოდენობა: 5 ჰონორარი: 200 ევრო (თანხას გამოაკლდება გადასახადები და მიიღებთ მას შემდეგ, რაც ტრენინგს ჩაატარებთ.)

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 5 მაისი

შეკითხვებისთვის, მოგვწერეთ: lizi@forset.ge ან miranda@forset.ge
Sign in to Google to save your progress. Learn more
ელფოსტა *
სახელი და გვარი *
მობილურის ნომერი *
ასაკი *
ორგანიზაცია და პოზიცია ან უნივერსიტეტი და ფაკულტეტი *
საცხოვრებელი რეგიონი და რაიონი (მაგ., კახეთი, გურჯაანი) *
საცხოვრებელი ქალაქი/სოფელი/დაბა *
მოკლედ მოგვიყევი, რა გამოცდილება გაქვს ტრენინგების ჩატარებაში ან/და აუდიტორიასთან კომუნიკაციაში *
როგორ შეაფასებდი შენი ცოდნის დონეს ციფრულ წიგნიერებაში? (პერსონალური მონაცემები, ალგორითმები, დიზაინის ხრიკები, უსაფრთხოება) *
ძალიან ცუდად
ძალიან კარგად
მოკლედ მოგვიყევი, რატომ გინდა ამ პროექტში მონაწილეობა *
იღებ ვალდებულებას, რომ ტრენინგებზე დასწრების შემდეგ, ერთ (საშუალოდ 2 საათიან) ტრენინგს დამოუკიდებლად გამართავ საკუთარ თემში? (დეტალები იხილე აღწერაში) *
შენი საჯარო გვერდი (ვებსაიტი, Facebook, Twitter, LinkedIn, TikTok, სხვა) *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of ForSet. Report Abuse