მასწავლებლების სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, CENN აცხადებს კონკურსს მასწავლებლებისთვის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია მასწავლებლების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ წალენჯიხის, მარნეულის, დმანისის, ახალქალაქის და ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ან/და აქვთ მზაობა ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრასა და მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 დეკემბერი, 18:00 საათი. 

პროგრამის ხანგრძლივობა არის 9 თვე (იანვარი - სექტემბერი, 2023) და მოიცავს შემდეგ ფაზებს:
  1. საჭიროებაზე მორგებული ტრენინგ-მოდული: პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ოთხ ერთდღიან ინტენსიურ ტრენინგ კურსში და გაიღმაონ ცოდნა დემოკრატიული ღირებულებების, მონაწილეობრივი დემოკრატიის და მშვიდობის მშენებლობის შესახებ. ამასთანავე, განივითარონ უნარები სათემო ინიციატივების, პროექტის დაგეგმვის და განხორციელების მიმართულებით;
  2. კავშირების გაძლიერება: პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ვირტუალური კავშირები, დაესწრონ ვებინარებსა და სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებას თემატური ექსპერტების მონაწილეობით;
  3. სამოქალაქო განათლების ბანაკი: სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მონაწილება მიიღონ ოთხდღიან სამოქალაქო განათლების ბანაკში, რომლის ფარგლებშიც, განავითარებენ საპროექტო განაცხადებს;
  4. მენტორინგი: შერჩეულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მენტორების დახმარებით უკეთ მოახდინონ თემში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება და შეიმუშაონ შედეგზე ორიენტირებული საპროექტო წინადადებები;
  5. პროექტების დაფინანსება და განხორციელება: აღნიშნული ფაზის განმავლობაში, დაფინანსდება და განხორციელდება მასწავლებლების მიერ შემუშავებული წარმატებული საპროექტო იდეები (პროექტის საშუალო ბიუჯეტი: 2500 ლარი);
  6. შემაჯამებელი კონფერენცია: პროგრამის დასასრულს, ჩატარდება შემაჯამებელი კონფერენცია პროგრამის მონაწილეებს შორის კავშირების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული აპლიკაციის ფორმა არაუგვიანეს 2022 წლის 12 დეკემბრისა. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება და განიხილება.

მნიშვნელოვანია, კონკურსანტს ჰქონდეს საკუთარი აქტიური ელექტრონული ფოსტა, რომელსაც ამოწმებს ყოველდღიურად. პროგრამის შერჩეულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე, პროგრამის მონაწილეების შერჩევის შემდგომ, კომუნიკაციის მთავარ საშუალებად გამოყენებული იქნება ელფოსტა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - თეონა ჯაფოშვილი: teona.japoshvili@cenn.org

მასწავლებლების სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და ხორციელდება პროექტის "EDULinks - კავშირების დამყარება განათლების საშუალებით" ფარგლებში.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ელ-ფოსტა *
ტელეფონის ნომერი *
დაბადების თარიღი *
რომელი მუნიციპალიტეტში ცხოვრობთ? *
Required
რომელ სკოლაში ასწავლით? *
რომელ საგან(ებ)ს ასწავლით? *
რამდენ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაქვთ მასწავლებლის რანგში? *
გთხოვთ, მიუთითოთ განათლების უმაღლესი ხარისხი და სპეციალობა, რომელსაც ფლობთ. *
რატომ გსურთ მასწავლებლების სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება (არაუმეტეს 500 სიტყვისა) *
გთხოვთ,  მოკლედ აღწეროთ თემის ან სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ საკითხი/პრობლემა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.  *
გთხოვთ, დაადასტუროთ, რომ შერჩევის შემთხვევაში სრულად მიიღებთ მონაწილეობას მასწავლებლების სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში (პროგრამის ხანგრძლივობაა 9 თვე).  *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy