ვიწვეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მოზარდებს პროექტში “ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში” მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია, ნინოწმინდაში საჯარო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით ახალაგაზრდული მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობითა და მონაწილეობით.
რას მიიღებთ პროექტში მონაწილეობით:
საგანამანთლებლო ტრენინგი მუნიციპალური მოხალისეობის პროგრამებისა და ადვოკატირების საკითხებზე
ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება
სამუშაო შეხვედრების/მრგვალი მაგიდების ორგანიზება ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობი
წარმატებით მონაწილების შემთხვევაში სერტიფიკატს და სარეკომენდაციო წერილს
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 15 სექტემბრამდე.
განხორციელების ვადები: ივლისი - ოქტომბერი, 2023
პროექტი ხორციელდება "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის" ფარგლებში “ჰელფინგ ჰენდის“ მიერ HEKS
EPER GEORGIA მხარდაჭერით.