ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს.
- დარეგისტრირდი საინფორმაციო შეხვედრაზე შენს ქალაქსა და რაიონში;
- გამოიყენე შესაძლებლობა გახდე ევროპული ბანაკის მონაწილე;
- მიიღე ცოდნა ევროპული ღირებულებებისა და შესაძლებლობების შესახებ;
- შეიძინე მეგობრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან;
- მოიპოვე დაფინანსება შენს გუნდთან ერთად ინოვაციური იდეისთვის.
კონკურსში მონაწილეობით ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ 4 დღიანი ევროპული საზაფხულო ბანაკის მონაწილეები, რომელიც გაიმართება 2024 წლის ივლისში საქართველოში და გააერთიანებს მოსწავლეებს სხვადასხვა კუთხიდან. 2024 წელს დაგეგმილია 5 ასეთი ბანაკის ჩატარება.
ახალგაზრდებს ასევე შეეძლებათ ბანაკებში, მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღონ იდეათონის ფორმატის კონკურსში; გამოვლენილი საუკეთესო 10 პროექტის განხორციელება დაფინანსდება 5,000 ათას ლარამდე თანხით.
საინფორმაციო შეხვედრის ზუსტ თარიღსა და ადგილს შეგატყობინებთ ინდივიდუალურად.
I შეხვედრა - 28 აპრილი, ფაბრიკა
II შეხვედრა, 12 მაისს 12:00, თბილისი, სასტუმრო ფაბრიკა, ნინოშვილის ქუჩა, 8.
III შეხვედრა : 18 მაისი, ქუთაისი, სასტუმრო „ბესტ ვესტერნი“, 12.00 საათი, იოსებ გრიშაშვილის 11
IV შეხვედრა: 18 მაისი, გორი, 14.00 საათი, სიმონ I-ის, გორისციხის მიმდებარე ტერიტორია, სოციალური კაფე „სფეისი“
V შეხვედრა: 19 მაისი, გორი, 13.00 საათი, სიმონ I-ის, გორისციხის მიმდებარე ტერიტორია, სოციალური კაფე „სფეისი“
VI შეხვედრა: 19 მაისი, რუსთავი 12.00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რუსთაველის ქუჩა 30ა
საინფორმაციო შეხვედრა ტარდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) ახორციელებს.
პროექტი "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების, და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.