ვაკანსია დისტრიბუტორი - შპს ლა ფერმე


შპს “ლა ფერმე" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

შპს ,,ლა ფერმე“ არის ფრინველის ხორცის მწარმოებელი ახალი კომპანია. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ამბიციური წევრებით, რომელთაც სურვილი აქვთ კომპანიის განვითარებასთან ერთად თავადაც განვითარდნენ.

ამიტომ, ვეძებთ მძღოლ-დისტრიბუტორს სწრაფი პროფესიული ზრდის და დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო პირობები:

· სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, კვირის გარდა, 05:00-13:00 სთ;
· ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (3 თვე) შეადგენს 1000 ლარს (გადასახადების გარეშე).
· გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ დაინიშნება საბონუსე სისტემა. საორიენტაციო ხელფასი შეადგენს 1200-დან 1500 ლარს (გადასახადების გარეშე).

ფუნქცია-მოვალეობები:

· შეკვეთილი საქონლის დისტრიბუცია
· კომპანიის შესყიდული საქონლით მომარაგება
· პროდუქციის მითვლა-მიწერა-გადაბარება და შესაბამის დოკუმენტაციაში ასახვა
· მის განკარგულებაში არსებული ავტომობილის სუფთა და მუშა მდგომარეობაში ყოლა (ამისთვის ყველა საჭირო ხარჯს გასწევს კომპანია)

მოთხოვნები:

· B (მექანიკური) კატეგორიის მართვის მოწმობა (დამატებით C კატეგორიის მქონე პირებს მიენიჭებათ უპირატესობა)

· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
· ზრდისა და სწავლის სურვილი/მზაობა
· უპირატესობა მიენიჭება დისტრიბუცია/გაყიდვებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
· უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე მცოდნე კანდიდატებს

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.05.2024
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი
*
გვარი *
დაბადების თარიღი
*
MM
/
DD
/
YYYY
ელ ფოსტა
*
ტელეფონის ნომერი
*
რელევანტური სამუშაო გამოცდილება
*
კომპანიის სახელი, პოზიციის დასახელება, მოვალეობების აღწერა
მართვის მოწმობის კატეგორია
*
მონიშნეთ რომელი კატეგორიის მართვის მოწმობას ფლობთ (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე)
Required
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy